Accentnews.ge
უკრაინა: დასახლებების ნაწილი უკვე დაიტბორა, წყალი კრიტიკულ დონეს ადგილობრივი დროით სავარაუდოდ, 11:00 საათისთვის მიაღწევს

უკრაინა: დასახლებების ნაწილი უკვე დაიტბორა, წყალი კრიტიკულ დონეს ადგილობრივი დროით სავარაუდოდ, 11:00 საათისთვის მიაღწევს

06/06/2023 06:49:40 მსოფლიო

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად დასახლებების ნაწილი უკვე დაიტბორა, – ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელმა ოლეკსანდრ სამოილენკომ განცახადა.

მისი თქმით, წყალი კრიტიკულ დონეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათისთვის მიაღწევს​.

"წყალი მატულობს. ჩვენ ვხედავთ დასახლებების ნაწილობრივ დატბორვას. მდინარეში წყლის დონემ მოიმატა", - განაცხადა სამოილენკომ.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით დაზარალდება ქალაქი ხერსონი.

სამოილენკომ დასძინა, რომ საავადმყოფოები მზადყოფნაშია.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე პიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი შედის.

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S