
სააკაშვილი – კახოვკას ჰესის აფეთქებაზე: პანიკის ნიშანია, მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება
06/06/2023 12:03:42 ციტატა
"რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს, რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია, ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ, რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს. ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის", – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.