
ძალადობის ბრალდებით დაკავებული რეტროს მფლობელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
06/06/2023 14:01:42 სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი საპატიმროს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება აეკრძალა.
"რეტროს" მფლობელი ხმამაღალი ტონის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს რომ დამნაშავე არ არის.
გუშინ რესტორანში შრომის ინსპექციაც შევიდა. ობიექტი 30 000 ლარით დააჯარიმეს და სამზარეულოს მუშაობა შეაჩერეს. ამ ფაქტის შემდეგ რეტრო 15-მა თანამშრომელმა დატოვა.
პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა.