
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა კანონიერია
19/11/2019 09:10:24 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლების მიმართ პოზიციას იცვლის და მიაჩნია, რომ ამ დასახლების არსებობა კანონიერია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა.
„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს ამ ქმედებისგან და ამან არ გაამართლა. დღეს ვაღიარეთ რეალიები, რომლებიც ადგილზე არსებობს, რომ დასახლება არ არის არაკანონიერი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
მისივე თქმით, დასავლეთ სანაპიროს სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.