Accentnews.ge
აშშ–ის თავდაცვის ატაშე: ​სამთო სწავლება ნათლად ადასტურებს ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის არსებულ ნდობის მაღალ დონეს

აშშ–ის თავდაცვის ატაშე: ​სამთო სწავლება ნათლად ადასტურებს ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის არსებულ ნდობის მაღალ დონეს

07/06/2023 11:29:04 თავდაცვა

აშშ–ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო აცხადებს, რომ ამერიკელი და ქართველი სამხედროების მიერ სამთო მომზადების კურსის ერთობლივად გავლა ძალიან მნიშვნელოვანია.

"სამთო სწავლება ნათლად ადასტურებს ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არსებულ ნდობის მაღალ დონეს. რადგან, როდესაც მთაში იმყოფებით, თქვენს სიცოცხლეს მეორე ადამიანს ანდობთ. მსოფლიოში მრავალი მისია შევასრულეთ ერთობლივად და მხარდამხარ ვაგრძელებთ წვრთნას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირებაც, თუ რამდენად ენდობიან ერთმანეთს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები", – აცხადებს პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო.

ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს. სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S