
პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ოცნებას" პასუხობს: "ის, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან"
07/06/2023 13:14:06 ციტატა
"ის, რაც ნამდვილად აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რომელმაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი [ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი] ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველ პარტიისთვისაც. ის, რაც იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო. ის, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.