Accentnews.ge
ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

07/06/2023 15:47:04 სამართალი

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისში 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი ნაქირავები მანქანით გლდანის ხევში გადააგდო.

ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S