08-06-2023 13:06:01 ციტატა
"დარწმუნებული ვარ, რომ იცნობთ ევროპარლამენტის ორ რეზოლუციას მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევაზე საქართველოში და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 89% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ჩვენთვის, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეებისთვის. არსებობს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა და არ ვიცი, როდემდე იქნება ღია. შეიძლება, მალე დაიხუროს და ამიტომ, ისტორიული შანსი მალე უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ არ ვცდილობთ მფარველობა გაგიწიოთ, ჩვენ ვართ მეგობრები და ვლაპარაკობთ, როგორც პარტნიორები", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.