Accentnews.ge
სომხური დელეგაცია ბაქოში იმყოფება

სომხური დელეგაცია ბაქოში იმყოფება

08/06/2023 14:52:50 კავკასია

სომხეთის წარმომადგენლები დსთ-ის სასაზღვრო ჯარების სარდლობის საბჭოს ბაქოში მიმდინარე სხდომაში მონაწილეობენ, - იუწყება სომხური მედია, რომელსაც ეს ინფორმაცია სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოში დაუდასტურეს.

მისივე ინფორმაციით, სომხურ დელეგაციას სარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის: 8 ივნისს ბაქოში დსთ-ის სასაზღვრო ჯარების სარდლობის საბჭოს რიგით 86-ე სხდომა იმართება. მასში სომხეთის გარდა, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის დელეგაციები მონაწილეობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S