Accentnews.ge
თბილისში, ორბელიანის მოედანზე 3 ობიექტი გაქურდეს

თბილისში, ორბელიანის მოედანზე 3 ობიექტი გაქურდეს

09/06/2023 07:34:51 სამართალი

ორბელიანის მოედანზე 3 ობიექტი გაქურდეს. საუბარია ორ რესტორანსა და ერთ ბარზე.

წაღებულია ტექნიკა და ფული.

"იქსბოქსი" და "პლანშეტი" მოგვპარეს. ფეხით შემოამტვრიეს კარები, პოლიციამ თითის ანაბეჭდები აიღო. დაახლოებით ღამის 02:30 საათზე მოხდა ქურდობა. მეზობელი ობიექტებიც გაძარცვეს როგორც ვიცი. მათგანაც "პლანშეტი" მოიპარეს და ასევე გარკვეული რაოდენობის თანხა. პოლიცია ამბობდა, რომ ძარცვაში არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ. ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს გარკვევით არიან თუ არა არასრულწლოვანები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძარცვაში მონაწილეობას ორი ადამიანი იღებდა", - ამბობს ერთ-ერთი ობიექტის წარმომადგენელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S