Accentnews.ge
რომელ ბაზარზე გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზების ფაქტები

რომელ ბაზარზე გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზების ფაქტები

19/11/2019 13:08:04 სხვა, სამართალი

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად გლდანში, ე.წ. თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა. 

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

„მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S