კალინდრა – სტატუსზე: პროგრესი ნამდვილადაა, მაგრამ არის რიგი პრობლემები

09-06-2023 13:09:47 ციტატა

"კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები. სახეზეა ბევრი ენერგია და ამბიცია ორივე მხრიდან. როგორც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე თბილისში იმ კუთხით, რომ საქართველომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა და ქართველი ხალხი მხარს უჭერს ამ გზას. კანდიდატის სტატუსი ნამდვილად საჭიროა. ის მოუტანს ბევრ სარგებელს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს. გაუხსნის საქართველოს გაცილებით მეტ შესაძლებლობას. უკვე თითქმის ერთი წელია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაციები გასცეს. ნამდვილად არის პროგრესი, მაგრამ არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მუშაობას ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა. შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი. ჩვენ გვსურს, არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით საქართველომ და ქართველმა ხალხმა", – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები