Accentnews.ge
მოსამართლე შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა

მოსამართლე შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა

09/06/2023 11:35:38 სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 ივნისიდან გეწაძე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნის გამო.

„სასამართლო გუშაგის“ ცნობით, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს.

შოთა გეწაძე 2018 წლიდან სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო.

შოთა გეწაძის გახმაურებულ საქმეებს შორისაა: ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე;

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S