Accentnews.ge
CPJ-ს წარმომადგენელი: იმედგაცრუებულები ვართ, რომ ნიკას ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა

CPJ-ს წარმომადგენელი: იმედგაცრუებულები ვართ, რომ ნიკას ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა

09/06/2023 11:42:12 სამართალი

საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორმა ლუსი ვესკოტმა განაცხადა, რომ რუსთავის ციხეში „მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას მონახულება ვერ შეძლო.

ვესკოტი რუსთავის ციხესთან „მთავარი არხის” დირექტორის მეუღლესთან და მის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფი ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში და ასევე პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პატიმართა სიაშია შეყვანილი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად გაუგზავნა წერილი საქართველოს პრეზიდენტს აპრილში და მოუწოდა მას, ისევე როგორც საქართველოს მთავრობას, რომ გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ამ მოწოდებას. როდესაც ქვეყანაში ჟურნალისტია დაპატიმრებული, ეს ცუდ სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ ქვეყნის სხვა ჟურნალისტებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც. ჩვენ ვთვლით, რომ ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკური შურისძიება მისი დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო”, – განაცხადა ვესკოტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S