
"სიტუაცია შეიძლება, კრიტიკული გახდეს": კონტრშეტევისას უკრაინამ 7 კმ-მდე ტერიტორია დაიბრუნა
12/06/2023 07:03:09 ევროპა
უკრაინულმა კონტრშეტევამ, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, შედეგები გამოიღო – რუსული არმიის თავდაცვის პირველ ხაზში გარღვევა მოხდა.
უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის სოფლების – ბლაგოდატნოიესა და მაკაროვკას გათავისუფლება შეძლეს, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა. ეს განცხადება Z-ბლოგერების (კრემლის მხარდამჭერი ბლოგერები) შეშფოთების მიზეზი გახდა. Wargonzo–დან სემიონ პეგოვის თქმით, სოფელ მაკაროვკას დაკარგვა დიდი პრობლემაა რუსებისთვის, ვინაიდან ის სიმაღლეზე მდებარეობს და უკრაინა მის გამოყენებას პლაცდარმად შეძლებს შემდგომი შეტევისთვის.
მისი შეფასებით, უკრაინას შეძლო 5 კმ-მდე ტერიტორიის დაბრუნება, მაგრამ შემდგომი წინსვლა და თავდაცვის მეორე და მესამე ხაზების გარღვევა სტარომლინოვკაში პრობლემად იქცევა: „სიტუაცია შეიძლება გახდეს კრიტიკული და ბევრად უფრო საშიში“.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ კავშირში მყოფი არხის Grey Zone–ს შეფასებით, უკრაინას შეეძლო წინსვლა 6-7 კმ-ით და აიღო კონტროლი ბლაგოდატნოეზე, ნესკუჩნოესა და სტოროჟევოეზე.
არხი „Рыбарь“ ირწმუნება, რომ მაკაროვკას დაცვა გრძელდება, მაგრამ ადასტურებს, რომ სოფელი სტოროჟევოე უკრაინის კონტროლის ქვეშ გადავიდა. არხის ცნობით, ვრემიევსკის რაფის მიდამოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს სოფლების ნესკუჩნოე და ბლაგოდატნოიეს დაკავება „ფაქტობრივად, უბრძოლვევად“, რუსმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ალყაში მოქცევის საფრთხის გამო.