Accentnews.ge
"როგორც კი არჩევნები ჩატარდება კიდევ უფრო დამძიმდება პროცესები, მუდმივად ამ რყევებში ვიქნებით წლების განმავლობაში"

"როგორც კი არჩევნები ჩატარდება კიდევ უფრო დამძიმდება პროცესები, მუდმივად ამ რყევებში ვიქნებით წლების განმავლობაში"

19/11/2019 17:05:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დეპუტატ თამარ ჩუგოშვილი განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში პროცესები კიდევ უფრო დამძიმდება. ამის შესახებ ჩუგოშვილმა გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. 

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდებით, ვფიქრობ, პროცესები წავიდა ძალიან არასწორი მიმართულებით. ჩვენ დიდი ძალისხმევის მერე ძლივს დავაბრუნეთ პოლიტიკური პროცესები კალაპოტში, თითქოს რაღაც ნორმალური წინასაარჩევნო გარემოსთვის ვემზადებოდით და ახლა ამ ყველაფრით დაბრუნდა პროცესები ქუჩაში და ეს ყველაფერი იქნება უფრო მძიმე და მძიმე. ამ პროცესების დამძიმება პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფლაციაზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ.  [...] ჩემი მოლოდინი არის ასეთი, ქუჩის პროცესები იქნება თუ აბსოლუტურად დესტრუქციულ–პოლარიზებულ ვითარებაში გადასული პოლიტიკური პროცესები, ეს პროცესები კიდევ უფრო დამძიმდება არჩევნების შემდეგ. რატომ არ მინდოდა ამაზე პასუხისმგებლობა გამეზიარებინა? ვიმეორებ იმიტომ, რომ როგორც კი არჩევნები ჩატარდება კიდევ უფრო დამძიმდება პროცესები და იცით რატომ? – ძალაში შევა პროპორციული სისტემა, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დარჩება თამაშს მიღმა ან დარჩება არაპროპორციულად წარმოდგენილი პარლამენტში, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები. მუდმივად ამ რყევებში ვიქნებით ჩვენ წლების განმავლობაში", – განაცხადა ჩუგოშვილმა. 

მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილება იყო გააზრებული, მძიმე, მაგრამ არა ემოციურ ფონზე მიღებული. 

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვების შესახებ გამოაცხადეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ.

15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.

17 და 18 ნოემბერს დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სამი გაფრხილების შემდეგ ძალოვანებმა პარლამეტთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. მომხდარის შედეგად  4 მომიტინგე და 2 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 37 პირი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S