Accentnews.ge
ყაზახეთში გლოვის დღეა

ყაზახეთში გლოვის დღეა

12/06/2023 07:58:28 მსოფლიო

12 ივნისი ყაზახეთში ეროვნული გლოვის დღეა. შესაბამის განკარგულებას კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა წინა დღეს, 11 ივნისს მოაწერა ხელი.

„აბაის რაიონში ტყის ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით, 2023 წლის 12 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკაში ეროვნული გლოვა გამოცხადდეს“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა გადადო ოფიციალური ვიზიტი ვიეტნამში, რომელიც 11-13 ივნისს იყო დაგეგმილი.

აბის რეგიონში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, რომელმაც 60 ათას ჰექტარი მოიცვა, დაიღუპა "GLPR "Semiy ormany"-ის 14 თანამშრომელი.

პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, გამოიყენოს ყველა არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსი აბაის რეგიონში ხანძრის დასაძლევად, სტიქიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მოქალაქეებისა და მათი ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S