Accentnews.ge
გერმანიაში NATO–ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საავიაციო წვრთნები დაიწყო

გერმანიაში NATO–ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საავიაციო წვრთნები დაიწყო

12/06/2023 10:37:06 ევროპა

ორშაბათს, 12 ივნისს გერმანიაში დაიწყო ნატოს საჰაერო ძალების სწავლება Air Defender 23, რომელიც ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საავიაციო წვრთნა გახდება,– იუწყება Bloomberg.

წვრთნებში მონაწილეობს 20-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანა და დაახლოებით 250 თვითმფრინავი, მათ შორის F-35–ის გამანადგურებლები აშშ-სა და ჰოლანდიის საჰაერო ძალებიდან, ასევე AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები, საჰაერო საწვავის თვითმფრინავები და იაპონიის საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავები.

წვრთნები ჩატარდება გერმანიაში ოთხ ლოკაციაზე, ასევე ჰოლანდიასა და ჩეხეთში.

გეგმავენ, მანევრების დროს გამოსცადონ საჰაერო ძალების უნარი, უპასუხოს ევროპაში არსებულ კრიზისებს რუსეთთან ურთიერთობებში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე.

წვრთნები ტარდება იმ დროს, როდესაც ნატო გეგმავს თავდაცვის უფრო ფართო გადაწყობას.

3 ივნისს ბალტიის ზღვაში მასშტაბური წვრთნები დაიწყო, რომელშიც ნატოს 50 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S