Accentnews.ge
ლიეტუვამ უკრაინელი ბავშვების ბელარუსში უკანონოდ გადაყვანაზე გამოძიება დაიწყო

ლიეტუვამ უკრაინელი ბავშვების ბელარუსში უკანონოდ გადაყვანაზე გამოძიება დაიწყო

12/06/2023 10:51:39 ევროპა

ლიეტუვას გენერალურმა პროკურატურამ უკრაინელი ბავშვების ბელარუსში შესაძლო უკანონო გადაყვანის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოითხოვა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეფასება.

დოკუმენტებში მითითებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ორ ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი, ძირითადად ობლები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბელარუსის ბანაკებში უკანონოდ გადაიყვანეს. აღნიშნულია, რომ ბავშვების უკანონო გაყვანა მინსკის მითითებით ან ნებართვით ხორციელდება.

წინასწარი გამოძიების ფარგლებში 100-მდე ადამიანი დაზარალებულად იქნა ცნობილი. უკრაინიდან ლიეტუვაში ჩასული 360-ზე მეტი ლტოლვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა.

მანამდე ბელარუსმა ოპოზიციონერმა პაველ ლატუშკომ განაცხადა, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბელარუსიაში სულ მცირე 2150 ბავშვი გადაიყვანეს.

უკრაინა იძიებს ბელარუსის მონაწილეობას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S