Accentnews.ge
ბელარუსში რვა ჟურნალისტი დააკავეს

ბელარუსში რვა ჟურნალისტი დააკავეს

12/06/2023 14:05:56 ევროპა

ბელარუსის ქალაქ სვეტლოგორსკში პოლიციამ 12 ივნისს ექსტრემიზმის ბრალდებით რვა ჟურნალისტი დააკავა, რომლებიც მუშაობდნენ ტელეარხ Ranak-ზე. დაკავების ფონია ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები დამოუკიდებელი ჟურნალისტების და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რას შეეხება ბრალდებები. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა, ბრალდება უკავშირდებოდეს იმას, რომ ჟურნალისტები იყვნენ სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებში" "სვეტლიკ სვეტლოგორსკის" სახელით მოქმედი ჯგუფის წევრები, თუმცა ეს ჯგუფი ექსტრემისტულად მიჩნეული არ არის. სხვა ინფორმაციით, ჟურნალისტებისთვის წაყენებულ ბრალდებას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ქალაქის ცენტრალურ სადგურზე მომხდარი სისხლიანი აფეთქების შესახებ ცნობებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S