
უკრაინას კიდევ ხუთ „პატრიოტს“ გადასცემენ
12/06/2023 15:10:33 ევროპა
საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ მწარმოებელი კომპანია „რეითეონ ტექნოლოჯის“ აპირებს, სისტემის წარმოება წელიწადში 12 ერთეულამდე გაზარდოს.
გარდა ამისა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გრეგ ჰაისმა თქვა, 2024 წლის ბოლოსთვის ხუთი ერთეული „პატრიოტი“ უკრაინას გადაეცემა.
ჰაისის თქმით, კომპანიაში ძალიან გაუკვირდათ „პატრიოტის“ ეფექტურობა, რომელიც სხვა სისტემებთან ერთად ანადგურებს უკრაინის საჰაერო საფრთხეების 90%-ს.
მისივე განცხადებით, უკრაინელებმა შეცვალეს სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, რათა მან შეძლოს ჰიპერბგერითი რაკეტების გამოვლენა და განადგურება. ასეთი რაკეტები ჩვეულებრივებზე ორჯერ სწრაფად მიფრინავენ.