
ლილოს დასახლებაში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა
12/06/2023 17:28:15 სამართალი
კაცმა თბილისში, ლილოს დასახლებაში მეზობელი სანადირო თოფით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.