Accentnews.ge
სლოვაკეთის ცას, რომელმაც თავისი ყველა გამანადგურებელი უკრაინას გადასცა, სამი ქვეყანა დაიცავს

სლოვაკეთის ცას, რომელმაც თავისი ყველა გამანადგურებელი უკრაინას გადასცა, სამი ქვეყანა დაიცავს

12/06/2023 19:16:29 ევროპა

პოლონეთის, უნგრეთის და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორშაბათს ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომ დაიცავენ სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს მას შემდეგ, რაც სლოვაკეთმა ყველა თავისი გამანადგურებელი უკრაინას გადასცა.

პოლონეთმა და ჩეხეთმა ჯერ კიდევ გასულ წელს აიღეს მსგავსი ვალდებულება. ახლა ამ შეთანხმებას უნგრეთიც შეუერთდა.

"აქამდე შეთანხმება გვქონდა პოლონეთთან და ჩეხეთთან. პარტნიორები რამდენიმე თვეა, იცავენ ჩვენს სივრცეს. მოხარული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება მოვიპოვეთ უნგრეთთანაც", - თქვა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სკლენარმა.

მან დასძინა, რომ სლოვაკეთს შეუძლია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე გამოიყენოს სამი ქვეყნის შესაძლებლობები. ამ დროისთვის ბრატისლავამ უნდა მიიღოს პირველი F-16–ების თვითმფრინავი.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა საბჭოთა გამანადგურებლების ექსპლუატაცია 2022 წლის ზაფხულში შეწყვიტა. მიმდინარე წლის მარტში კი უკრაინაში 13 MiG-29–ის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S