
ისრაელმა სირიიდან განხორციელებულ იერიშს ანალოგიურად უპასუხა
20/11/2019 04:53:50 სხვა, მსოფლიო
სირიის სახელმწიფო მედია ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული ავიაიერიშის შესახებ იუწყება. კერძოდ, მედიის ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ დამასკოს მიმართულებით ნასროლი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. სირიის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ იერიში ისრაელის მიერ კონტროლირებული გოლანის მაღლობებიდან განხორციელდა.
თავის მხრივ თელავივში სირიის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ირანულ ობიექტებზე იერიშს ადასტურებენ: სამიზნეებს შორის იყო იარაღის საწყობები და სამხედრო ბაზები.
ამასთან, ისრაელში განმარტავენ, რომ იერიში პასუხი იყო სირიიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ თავდასხმაზე.