Accentnews.ge
დუდა: "მოსკოვი ვერ მოიგებს ამ ომს! ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთი ვეღარავის დაესხას თავს"

დუდა: "მოსკოვი ვერ მოიგებს ამ ომს! ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთი ვეღარავის დაესხას თავს"

13/06/2023 08:57:49 ევროპა

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი „დღეს აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესებით“, არ მისცენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგების შესაძლებლობა,– ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა პარიზში ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვართ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სადღეისოდ ძალიან მტკიცედ ვდგევართ უკრაინის მხარეს აბსოლუტური გააზრებით, რომ რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს!“, - თქვა მან.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რუსეთს აღარასოდეს ქონდეს პოტენციალი და შესაძლებლობა, თავს დაესხას სხვა ქვეყანას, გააფართოოს თავისი გავლენის სფერო ადამიანის სიცოცხლის, სხვისი საკუთრების, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის, სხვათა დამოუკიდებლობის ფასად.

დუდა გამოვიდა შეხსენებით, რომ პოლონეთი მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ გახდა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი და რომ დღეს იგივე უკრაინელებს სურთ და ეს დასავლეთმა შესაძლებელი უნდა გახადოს:

„მათ სურთ, პოლიტიკურად შეუერთდნენ დასავლურ საზოგადოებას, ჩვენ ეს შესაძლებელი უნდა გავხადოთ და ეს, სხვა საკითხებთან ერთად, არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა - როგორც უკრაინის მომავალი გაწევრიანება ევროკავშირში, ასევე (ამაში ეჭვი არ მეპარება), უკრაინის მომავალი გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“.

დუდამ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის მხარდაჭერით უკრაინა შეძლებს ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებას.

მისი თქმით, უკრაინის არმიის გამარჯვება იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების განდევნა ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან:

„ჩემი აზრით, ასე უნდა დასრულდეს ეს ომი“, - დასძინა მან.

თავის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები გააძლიერებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას კონტრშეტევაში დასახმარებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S