Accentnews.ge
მაკრონი: საფრანგეთი აძლიერებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კონტრშეტევაში დასახმარებლად

მაკრონი: საფრანგეთი აძლიერებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კონტრშეტევაში დასახმარებლად

13/06/2023 09:07:18 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები გააძლიერებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას კონტრშეტევაში დახმარების მიზნით. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – იუწყება Reuters.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დასახმარებლად: გავაძლიერეთ საბრძოლო მასალის, იარაღისა და ტექნიკის მიწოდება", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარება უახლოეს კვირებში გაგრძელდება.

მან ასევე დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც დაადასტურა კონტრშეტევის დაწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S