Accentnews.ge
მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე: 5–ვე ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე: 5–ვე ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

20/11/2019 05:52:52 სხვა, სამართალი

ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირი მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო განხილვების და პატიმრობის 9–თვიანი კონსტიტუციური ვადა იწურებოდა. მისივე ცნობით, საქმის მსვლელობისას ნათელი გახდა, რომ დაკავებული პირების ბრალდება არასწორად მოხდა. დაკავებულების გათავისუფლება გირაოს გარეშე გადაწყდა. ამავე საქმეში ბრალდება არ მოუხსნეს 40 წლის კაცს, რომელსაც ჯაფარიძის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 

"9 თვის განმავლობაში ბრალდების მხარემ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგგინა, რომ დაედასტურებინა ბრალად შერაცხული ქმედება და საამართლომ არა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, არამედ ხუთივე ბრალდებული გაათავისუფლა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან. დარწმუნებული ვარ, ეს გახდება წინაპირობა და სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და დადგება გამამართლებელი განაჩენი", – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.


ცნობისთვის: მიმდინარე წლის თებერვალში თბი­ლის­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით 51 წლის ზვი­ად ჯა­ფა­რი­ძე მოკ­ლეს, ხოლო ერთი პირი – ბესო ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი დაჭ­რეს. საქ­მე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სხვადასხვა ბრალდებით – მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება, დანაშაულის შეუტყობინებლობა 5 პირი და­ა­კა­ვეს, ერთზე კი ძებნა გამოცხადდა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დამ­ნა­შა­ვემ ჯა­ფა­რი­ძე 7 ტყვია ესროლა, მათგან ერთი თა­ვის არე­ში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S