
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების ქვედანაყოფები ერთობლივ სწავლებას საქართველოში გადიან
13/06/2023 10:16:01 კავკასია
საქართველოში მეხანძრე-მაშველების მასშტაბური საერთაშორისო წვრთნები დაიწყო, რომელშიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
სწავლება, რომელიც ევროკავშირის ექსპერტთა და ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობს, 16 ივნისამდე გაგრძელდება.
წვრთნების მიზანია ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავება და შესაბამისი სამსახურების ერთობლივი მოქმედებების კოორდინაცია მასშტაბური სტიქიური უბედურებების კონტექსტში.
საქართველოში დაწყებული წვრთნები მოიცავს არა მხოლოდ საავტომობილო ტექნიკას, არამედ ავიაციას.