
ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიაში დაადანაშაულა
20/11/2019 06:22:49 სხვა, მსოფლიო
ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა, კონსერვატიული პარტია „ეკრეს“ წევრმა ჰენ პილუასმა რუსეთი ქვეყნის 5%–ის ანექსიაში დაადანაშაულა. ჰენ პილუასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესტონეთის ტერიტორიები ანექსია არაფრით განსხვავდება ყირიმის ანექსიიგან. სპიკერი აღნიშნავს იმასაც, რომ ესტონეთს რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, თუმცა მას სურს, რომ ეს ტერიტორიები ესტონეთს დაუბრუნდეს. საქმე ეხება ე.წ. ტარტუს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 1920 წელს გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით ლენინგრადის ოლქის კინგისეპისა და სლანცის რაიონები, ასევე პეჩორის მხარე, რომელიც დღეს რუსეთს ეკუთვნის, ესტონეთის შემადგენლობაშია. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ტარტუს შეთანხმება ძალადაკარგულია.
როგორც ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, ტარტუს შეთანხმების არაღიარება, ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის არაღიარების ტოლფასია.
ესტონეთი რუსეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებაზე უარს ამბობს, რადგან ესტონეთში პოლიტიკური ძალების ნაწილი ტარტუს შეთანხმებაში გაწერილ საზღვრებთან დაბრუნებას ითხოვს.