
ზალუჟნი: უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეული პროგრესს მიაღწიეს და წინ მიიწევენ
13/06/2023 18:58:24 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეული პროგრესს მიაღწიეს და წინ მიიწევენ.
„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში და სამხრეთში, როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივიწევთ", – აცხადებს ზალუჟნი.
დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბოლო ერთ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.