
აშშ უკრაინას "Bradley"–ს ტიპის 15 ჯავშანტრანსპორტიორს მიაწვდის
14/06/2023 08:31:33 მსოფლიო
პენტაგონის განცხადებით, აშშ უკრაინას "Bradley"–ს ტიპის 15 ჯავშანტრანსპორტიორს მიაწვდის. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ღია წყაროს დაზვერვის ანალიზით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის მიერ მიწოდებული 16 ჯავშანმანქანა დაკარგა.
"Bradley", რომელიც მოძრაობს ლიანდაგზე და არა ბორბლებზე, დაახლოებით 10 ჯარისკაცს იტევს და პერსონალის ბრძოლაში გადასაყვანად გამოიყენება. ბრედლი არის $325 მილიონიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც მოიცავს Stryker-ის ტიპის 10 ჯავშანტრანსპორტიორს, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის და HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, Stinger-ის ტიპის საზენიტო სისტემებს და Javelin-ის ტიპის სისტემებს; 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ტყვიებსა და მცირე ზომის იარაღს.