Accentnews.ge
„გაზპრომი“ ყირიმიდან თანამშრომლების ევაკუაციისთვის ემზადება – უკრაინის გენშტაბი

„გაზპრომი“ ყირიმიდან თანამშრომლების ევაკუაციისთვის ემზადება – უკრაინის გენშტაბი

14/06/2023 10:21:24 ევროპა

რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ანექსირებული ყირიმიდან თავისი თანამშრომლების ევაკუაციის გეგმას ადგენს, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ანდრეი კოვალევმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ შესაბამისი ორგანოები უკვე ადგენენ სიებს.

მისი თქმით, ეს გამოწვეულია უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევითი მოქმედებების გამო წარმოქმნილი პანიკით.

„მტერი უზარმაზარ ზარალს განიცდის ცოცხალ ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით“,– აღნიშნა გენშტაბის წარმომადგენელმა.

მსგავსი გეგმის მზადების შესახებ რუსული მხარე ტრადიციულად არ საუბრობს, ხოლო დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.

მანამდე უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილოეთით რუსი სამხედროები ახორციელებენ აქტივობებს მოსახლეობის ევაკუაციისა და მატერიალური და კულტურული ფასეულობების გასატაცებლად.

24 მარტს გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა შექმნა კერძო სამხედრო დაჯგუფება „კონვოი“, რომელიც დაკავშირებულია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან. უკრაინის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რამდენიმე კერძო სამხედრო კომპანიის გაჩენა უკავშირდება რუსეთის მზადებას ნახევარკუნძულიდან ევაკუაციისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S