
НАТО–ს ქვეყნები ეძებენ გზებს, რათა დააჩქარონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება
14/06/2023 11:32:13 ეს საინტერესოა
ერთი თვის შემდეგ ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული უკრაინისა და ალიანსის სამომავლო ურთიერთობებზე. ბლოკის მრავალი წევრი, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ ევროპაში, ითხოვს მკაფიო გეგმას კონკრეტული მიზნებით, რათა უზრუნველყოს უკრაინის დაჩქარებული შესვლა ნატოში ომის დასრულების შემდეგ, – განუცხადეს თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა The New York Times-ს (NYT).
ამ ქვეყნების აზრით, ეს ერთადერთი გზაა რუსეთის მხრიდან საფრთხის გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოსაფხვრელად. ისინი ახდენენ ზეწოლას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რომელსაც, ერთის მხრივ, სურს ალიანსში ერთიანობის შენარჩუნება, მეორეს მხრივ კი ფრთხილად მოქმედებს და უარს არ ამბობს საკუთარი ადმინისტრაციისთვის მიცემულ ინსტრუქციაზე „მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების შესახებ“.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სამშაბათს შეხვდა ბაიდენს. უკრაინის წევრობის საკითხი განხილვის ერთ-ერთი ცენტრალური თემა უნდა ყოფილიყო, –წერს NYT. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გაზეთს განუცხადა, რომ სტოლტენბერგმა შეიმუშავა წინადადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინას, რომლის ჯარებიც დასავლელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს და უკვე იყენებენ ნატოს ტექნოლოგიას ბრძოლის ველზე, არ უნდა გაჰყვეს სტანდარტულ გზას, რომელსაც ჩვეულებრივ ალიანსის წევრობის კანდიდატები გადიან.
NYT ამ წინადადების დეტალების შესახებ არ წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია სვამს კითხვებს, როგორ შეიძლება შეიცვალოს სტანდარტული პროცესი.
თეთრი სახლი ასევე განიხილავს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად „ისრაელის მოდელს“.
უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, ვილნიუსის სამიტზე იქნეს მიღებულ, – წერს The Wall Street Journal დასავლელ ოფიციალურ პირებსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდაზე დაყრდნობით. ეს დაკავშირებული იქნება მომავალში უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომზადების პროცესთან, მაგრამ ამ დროისთვის ალიანსი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
მაგრამ კიევს და ნატოს რამდენიმე ქვეყანას მიაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის. მათი აზრით, მხოლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, რომელიც უზრუნველყოფს ბლოკის ყველა ქვეყნის დაცვას, შეუძლია შეაჩეროს რუსეთი მომავალში ახალი აგრესიისგან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე მიიწვიონ ნატოში, მაგრამ მას უნდა შესთავაზონ გაწევრიანების პერსპექტივა "როცა შეიქმნება აუცილებელი პირობები", ანუ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, – განუცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა NYT–ს.
”ევროპაში მშვიდობის ერთადერთი შანსი ნატო–ში უკრაინის გაწევრიანებაა”, - თქვა მისმა ლატვიელმა კოლეგამ კრისიანის კარინსმა ოთხშაბათს რიგაში გამართულ კონფერენციაზე, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ”რუსეთი დაბრუნდება”.
უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი „ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი“ თემაა ევროპაში და ბაიდენის ადმინისტრაციაში, – განუცხადა NYT-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ასეთ მოლაპარაკებებში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021