
"საქართველოში ვდებდით ყველაფერს, მდივნებიც, საგარეო საქმეთა მინისტრებიც იქიდან გვყავდა და დღეს კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ"
20/11/2019 08:20:00 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა კომუნისტები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი აზრით, საბჭოთა პერიოდში პრიორიტეტს ანიჭებდნენ არა რუსეთის, არამედ საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების განვითარებას.
ვოლოდინის განცხადება სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე, მევენახეობის კანონპროექტის განხილვისას კომუნისტი დეპუტატის ნიკოლაი ხარიტონოვის გამოსვლას მოჰყვა.
ხარიტონოვმა დეპუტატებს გაახსენა, რომ საბჭოთა პერიოდში ქვეყანაში არსებობდნენ მთლიანად მევენახეობის რეგიონები - საქართველო და მოლდავეთი.
„აი, თქვენ თქვით, რომ საქართველო საბჭოთა დროს მევენახეობის რეგიონი იყო... საჭირო იყო რუსეთის ფედერაციის განვითარება და არა საქართველოსი. საქართველოში ვდებდით ყველაფერს, ახლა კი ვხედავთ, რომ ნაწყენებიც არიან... ყველაფერს, ბოლოსაც კი მათ ვაძლევდით, ბალტიისპირეთსაც და სხვა ქვეყნებსაც. ისინი უკეთესად ცხოვრობდნენ, მაშინ, როცა მთელი რესურსები ჩვენ გვქონდა... მდივნებიც იქიდან გვყავდა, საგარეო საქმეთა მინისტრებიც და დღეს კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ“, - განაცხადა ვოლოდინმა.
კანონპროექტი, რომელსაც მისი ეს კომენტარი მოჰყვა, რუსეთში ვენახების და ღვინის საწარმოების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.