Accentnews.ge
ბერბოკი: "რუსული გაზის ყოველი კუბური მეტრისთვის ეროვნული უსაფრთხოებით სამმაგი ფასი გადავიხადეთ"

ბერბოკი: "რუსული გაზის ყოველი კუბური მეტრისთვის ეროვნული უსაფრთხოებით სამმაგი ფასი გადავიხადეთ"

14/06/2023 17:43:56 ევროპა

რუსული გაზის ყოველი კუბური მეტრისთვის ეროვნული უსაფრთხოებით ორმაგი და სამმაგი ფასი გადავიხადეთ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა “ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის” დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა.

“უსაფრთხოება მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს”, - თქვა მინისტრმა და განმარტა, რომ უსაფრთხოება ცხოვრების, ეკონომიკის საკუთარი ნებით ორგანიზების თავისუფლებას გულისხმობს, პოლიტიკური შეზღუდვებისა და ეკონომიკური დამოკიდებულებების გარეშე.

“ამიტომ ვწყვეტთ რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულებას. რუსული გაზის ყოველი კუბური მეტრისთვის ეროვნული უსაფრთხოებით ორმაგი და სამმაგი ფასი გადავიხადეთ. მომავალში უფრო მეტად ვკონცენტრირდებით უსაფრთხოებაზე, როდესაც საუბარია ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ”, - დასძინა ბერბოკმა.

მინივე თქმით, უსაფრთხოება იმ საკითხსაც ეხება, თუ ვის ექნება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის შესაძლებლობა. ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ გერმანიის გაზისა და ნავთობის უდიდესი საცავები რუსული “გაზპრომის” საკუთრებაში აღმოჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S