Accentnews.ge
უნგრეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ყოფილი დეპუტატი ძებნაში გამოაცხადა

უნგრეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ყოფილი დეპუტატი ძებნაში გამოაცხადა

14/06/2023 18:15:09 ევროპა

ბუდაპეშტის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი ბეილა კოვაჩის, ევროპარლამენტის ყოფილი წევრისა და უნგრეთის პარტიის „იობიკის“ ყოფილი წარმომადგენლის მიმართ, რომელიც გაასამართლეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და და ფინანსური დანაშაულისთვის.

როგორც სასამართლომ აღნიშნა, მანამდე კოვაქსი და კიდევ სამი პირი დამნაშავედ ცნეს ევროკავშირის ინსტიტუტების წინააღმდეგ ჯაშუშობაში და თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში. პოლიტიკოსს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით აეკრძალა საზოგადოებრივი საქმიანობა.

ბეილა კოვაჩი ევროპარლამენტის წევრი იყო 2019 წლამდე. ცნობილია, რომ კოვაქსი 2014 წელს ყირიმში გამართულ ფსევდორეფერენდუმზე „ოფიციალური დამკვირვებელი“ იყო, რის შემდეგაც უკრაინამ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, კოვაქსი ჩართული იყო ევროკავშირში პოლიტიკური დაჯგუფების შექმნით, რათა შეერყია მისი პოლიტიკა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

უნგრული მედიის ცნობით, პოლიტიკოსი ახლა მოსკოვში ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S