Accentnews.ge
ფაშინიანი: უახლოეს მომავალში ძალიან დეტალური საუბარი გვექნება მოლაპარაკების პროცესზე

ფაშინიანი: უახლოეს მომავალში ძალიან დეტალური საუბარი გვექნება მოლაპარაკების პროცესზე

14/06/2023 19:51:17 კავკასია

„უახლოეს მომავალში გვექნება ძალიან დეტალური დისკუსია მთიანი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესზე, მათ შორის ომის გარემოებების შემსწავლელ კომისიაში“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე.

მანამდე ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომისიამ განაცხადა, რომ 2020 წელს მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გარემოებების შესასწავლად შექმნილმა კომისიამ მიიღო დადებითი პასუხი პრემიერ-მინისტრისგან შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე.

შეხვედრა 20 ივნისს უნდა გაიმართოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S