Accentnews.ge
შოლცი: პუტინს მეზობელი ტერიტორიების მიტაცება სურს, უნდა ვისაუბროთ უსაფრთხოების გარანტიებზე

შოლცი: პუტინს მეზობელი ტერიტორიების მიტაცება სურს, უნდა ვისაუბროთ უსაფრთხოების გარანტიებზე

15/06/2023 07:20:11 ევროპა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა. ამის შესახებ მან პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, – იუწყება DW.

შოლცმა აღნიშნა, რომ ბერლინი ამ თემაზე თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებთან დიდი ხანია, საუბრობს.

გერმანიის კანცლერის თქმით, საუბარია ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მზადყოფნაზე.

„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს, "გადაყლაპოს" ზოგიერთი მეზობელი ტერიტორია: მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და, ცხადია, ეს არის მისი გეგმა ბელარუსთან მიმართებითაც“, - დარწმუნებულია შოლცი.

ამიტომ, შოლცის აზრით, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა და „კონკრეტული საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე“.

"მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და რომ ჩვენ არ დავთანხმდებით თავს მოხვეულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ პარიზში პოლონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განიხილეს უკრაინის სწრაფვა ნატოში და უსაფრთხოების გარანტიები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S