
რუსეთმა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოსგან მიღებული საკუთარი ზარალი დაითვალა
20/11/2019 09:45:25 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს შედეგად თავად რუსეთის ზარალმა 3,2მლრდ რუბლი შეადგინა. ზარალი ავიაკომპანიებმა მოითვალეს და მონაცემები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარუდგინეს, თუმცა კრემლი კომპენსაციების გაცემას არ ჩქარობს, – იუწყება რუსული მედია.
როგორც ჩინოსნები მიიჩნევენ, დაგეგმილიო რეისების ვერშესრულება პირდაპირ ზარალს არ იწვევს და შესაბამისად კომპენსირებას არ საჭიროებს.
თავის მხრივ, ავიაკომპანიები იმაზე მიუთითებენ, რომ თვითმფრინავები, რომლებსაც საქართველოსკენ რეისები უნდა შეესრულებინათ, აგვისტომდე უსაქმოდ იდგა და სხვა მიმართულებებზე მათი გადაორიენტირება ბილეთების ფასების შემცირებას მოითხოვდა.
ცნობისთვის: ავიაემბარგო რუსეთმა მიმდინარე წლის ივლისში პუტინის ბრძანებით იმ მოვლენების შემდეგ შემოიღო, რომელიც საქართველოში „გავრილოვის ღამედ“ მოინათლა.