Accentnews.ge
რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი შეუცვალა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი შეუცვალა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

15/06/2023 10:42:26 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ შალვა იაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეუცვალა და 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შალვა იაშვილი 25 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც რენატა ბეგიაშვილმა თავისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მეუღლის მხრიდან ძალადობაზე დაწერა.

შსს-ს გამოძიების თანახმად, 22 აპრილს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

იაშვილს ბრალდება სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S