
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს
15/06/2023 10:48:10 კავკასია
დღეს, 13:35 საათზე სომხეთის სიუნიქის რაიონის სოფელ ტეხთან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, სომეხი მესაღვრე დაიჭრა,– ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა იტყობინება.
დღეს ერევანმა და ბაქომ ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ტეხის მიმართულებით დარღვევაში. ერევანი იტყობინება, რომ 11:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გახსნეს ტეხის რაიონში მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან. თავის მხრივ, ბაქომ სომხეთი დაადანაშაულა აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დილის 11 საათიდან, სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან დაბომბვაში.
დღესვე მხარეებმა განაცხადეს ინციდენტის შესახებ ხაკარის ხიდის მიდამოში, სადაც აპრილში აზერბაიჯანულმა მხარემ საგუშაგო მოაწყო ლაჩინის დერეფანზე – მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ფუნქციურ გზაზე. მხარეებმა ერთმანეთი სამხედრო პროვოკაციაში დაადანაშაულეს. ბაქოს ცნობით, ლაჩინის საგუშაგოზე ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა.