
იაპონიაში პროდუქციის დრონებით მიწოდებაზე მოთხოვნა იზრდება
15/06/2023 13:51:48 ეს საინტერესოა
იაპონიაში, აღმოსავლეთ აზიის უმსხვილეს კუნძულოვან ქვეყანაში, მომხმარებლებს შეკვეთებს დრონებითა და პარაშუტებით აწვდიან.
იაპონიის ტერიტორიის 70% მთებსა და კუნძულებს მოიცავს, რაც ზოგიერთ რეგიონში პროდუქიის მიწოდებას ართულებს, განსაკუთრებით, პირველადი მოხმარების.
პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიები სხვადასხვა ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ავითარებენ, რომელთა წყალობითაც შეკვეთების უსაფრთხოდ მიწოდება რამდენიმე საათშია შესაძლებელი.
ასეთ გადაწყვეტილებებს შორისაა პროდუქციის მიწოდება დრონების გამოყენებით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში მრავალ ინდუსტრიაში. პროდუქცია მიეწოდება დანიშნულების ადგილამდე დრონების გამოყენებით, ხოლო 10 მეტრის რადიუსში "დაეშვება" პარაშუტით.
ნაგასაკის პრეფექტურაში მდებარე გოტოს კუნძულების მაცხოვრებლები ონლაინ უკვეთავენ ყველა იმ ნივთს, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ და იღებენ დრონების საშუალებით. დრონები ამავე დროს იცავენ უსაფრთხო ფრენის ყველა წესს, იყენებენ მოწინავე ალგორითმებს და პროგრამულ უზრუნველყოფას.
ტრანსპორტირების ღირებულებაა 1000 იენი (დაახლოებით $7–ია).
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021