Accentnews.ge
რეზნიკოვი: "რამშტაინიდან" "ჩიტების კოალიციის" შესახებ კარგი ამბავია"

რეზნიკოვი: "რამშტაინიდან" "ჩიტების კოალიციის" შესახებ კარგი ამბავია"

15/06/2023 14:05:40 ევროპა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიუსელში რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოკავშირეებისგან მიიღო პირობა უკრაინელი პილოტებისთვის დასავლურ გამანადგურებლებზე წვრთნების დაწყების შესახებ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გავიგე ე.წ. „ჩიტების კოალიციის“ ან „გამანადგურებელთა კოალიციის“ შესახებ... დღეს ჩვენ მივიღეთ პირობა ჩვენი პარტნიორებისგან, რომ დაიწყება წვრთნები და ერთად ავაშენებთ გამანადგურებელთა ამ კონსორციუმის სტრუქტურას. “, - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნები ჯერ F-16–ის გამანადგურებლებზე დაიწყება, ამ სასწავლო პროცესს ნიდერლანდები და დანია უძღვებიან. შემდგომში, მისი თქმით, სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

”ჩვენ მოვისმინეთ კარგი ამბავი ჩვენი შვედი პარტნიორებისგან, რომ შესაძლებლობა გვექნება, იქ შესაძლებლობები გამოვცადოთ. როგორც იცით, ჩვენ გვყავს "სატანკო კოალიცია", "საზენიტო კოალიცია", "საარტილერიო ოჯახი", "ჰაერსაწინააღმდეგო ოჯახი" და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება "ჩიტების კოალიცია". ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მომავალი ძალები დარჩებიან ევროპის და ნატოს აღმოსავლურ ფარად“, - ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა.

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინელ მფრინავებს ამ ზაფხულს შეეძლებათ ამერიკული წარმოების F-16–ებზე მომზადების დაწყება. წინა დღით ეს ინფორმაცია ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S