Accentnews.ge
გენპროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

გენპროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

20/11/2019 11:41:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურატურის შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაკიდეს. ბოქლომის დადებას ისინი თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ადგილზე მცირე სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი.

გენერალურ პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს საგამოძიებო უწყების ჭიშკართან, მთელ პერიმეტრზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

ადგილზე იმყოფება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც შვილის საქმის გამოძიებას ორი წელია, ითხოვს. 

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას რესურსი აღარ დარჩა, გარდა სპეცრაზმის გამოყენებისა.

„ირაკლი ოქრუაშვილის, გია რურუას საქმეებისთვის, დანარჩენი სიბინძურეებისთვის დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ამ პატიოსან ბიჭებს. რაც შეეხება პროკურატურისთვის კლიტის დადებას, პროკურატურას კლიტე კი არა, აქ დასადები რა არის, მე ვიცი, მაგრამ ღმერთო, მიშველე საქართველოს სიყვარულით! ორი წელია, იმისთვის ვიბრძვი, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე პროკურორის ხარ თუ გენპროკურორი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S