
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო
20/11/2019 12:17:30 სხვა, მსოფლიო
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად სცნო სამართალდამცავი ორგანოების, მესაზღვრეების ქმედებები, რომლებმაც 2018 წლის თებერვალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს.
„უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მოსარჩელის პოლონეთის რესპუბლიკაში რეადმისიის უკანონოდ აღიარებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ“, – ნათქვამია უკრაინის უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის ფარგლებში უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის 12 თებერვალს გააძევეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების უკანონოდ აღიარებას ითხოვდა.