Accentnews.ge
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთმა „განადგურა Patriot–ის ხუთი კომპლექსი“ - მეტი, ვიდრე უკრაინამ ოფიციალურად მიიღო

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთმა „განადგურა Patriot–ის ხუთი კომპლექსი“ - მეტი, ვიდრე უკრაინამ ოფიციალურად მიიღო

16/06/2023 18:53:02 ევროპა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კიევთან ახლოს გაანადგურეს "პატრიოტის" ხუთი კომპლექსი –მეტი, რაც უკრაინამ ოფიციალურად მიიღო. მან ასევე გაიმეორა თეზისი უკრაინასა და რუსეთს შორის „სანიტარული საზღვრის“ შექმნის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ არ უსაუბრია, კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში.

„კიევის მახლობლად რომ გავანადგურეთ პატრიოტის ხუთი კომპლექსი, ნამდვილად გვიჭირს კიევის ცენტრში რომელიმე შენობის დანგრევა? მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ გარკვეული მიზეზების გამო“, - თქვა პუტინმა 16 ივნისს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, როდესაც პასუხობდა კითხვებს რუსეთის ტერიტორიებზე დრონებით თავდასხმების შესახებ. მან უარი თქვა საჯაროდ დაეზუსტებინა, თუ რა იყო ეს "გარკვეული მიზეზები".

„ყველა ელოდება, როდის დავიწყებთ ღილაკებზე თითის დაჭერას, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ბელგოროდის რეგიონსა და კრემლზე თავდასხმები მოსკოვის პროვოცირების მცდელობაა.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიებზე თავდასხმები გაგრძელდება, მოსკოვი განიხილავს "სანიტარული საზღვრის" შექმნის შესაძლებლობას.

უკრაინამ მართლაც მიიღო რამდენიმე პატრიოტის სარაკეტო თავდაცვის სისტემა დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ არა ხუთი კომპლექსი. ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეო "პატრიოტის" ორი კომპლექსი, თითოეულს აქვს ექვსი გამშვები. ერთი ბატარეა აშშ-მა უზრუნველყო, მეორე – გერმანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S