Accentnews.ge
ერევანმა მკვეთრი უკმაყოფილება გამოუცხადა რუსეთის ელჩს ხაკარის ხიდთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით - სომხეთის საგარეო

ერევანმა მკვეთრი უკმაყოფილება გამოუცხადა რუსეთის ელჩს ხაკარის ხიდთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით - სომხეთის საგარეო

16/06/2023 19:18:56 კავკასია

საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე სომხეთმა გამოხატა მკვეთრი უკმაყოფილება ხაკარის ხიდთან რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამო,– განაცხადეს სომხეთის საგარეო უწყებაში.

„იყო მოწოდება, გადაედგათ ყველა საჭირო ზომა ინციდენტის გარემოებების გარკვევისა და სიტუაციის გამოსასწორებლად“, - აცხადებენ სამინისტროში.

სომხეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე სერგეი კოპირკინის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ცნობა არ გამოქვეყნებულა.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც იუწყება ხაკარის ხიდის მიმართულებით აზერბაიჯანელების წინსვლის მცდელობის ჩახშობის შესახებ, გუშინ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელები სომხეთის ტერიტორიაზე დროშის აღმართვას ცდილობდნენ. ხიდზე აზერბაიჯანის დროშის დამონტაჟების ვიდეოკადრებიდან ვარაუდობენ, რომ პროცესს რუსი სამშვიდობოები აკვირდებოდნენ, ერთ შემთხვევაში კი ფაქტიურად ცოცხალ კედელს ქმნიდნენ. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S