Accentnews.ge
თსუ-ში დაშავებული სტუდენტის საქმეზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო

თსუ-ში დაშავებული სტუდენტის საქმეზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო

18/06/2023 09:37:53 სამართალი

17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი დაპირისპირებისა და მოგვიანებით ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უნივერსიტეტში, სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინცინდენტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

17 ივნისს უნივერსიტეტში დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტების ნაწილი ცდილობდა, გაეპროტესტებინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლექცია. თსუ-ში მომხდარი დაპირისრების დროს დაშავდა ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც მიყენებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე ინციდენტი მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს დაესხნენ ლუკა შველიძე და მისი ახლობლები. ინციდენტის შემდეგ ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, სამოქალაქო ფორმა ეცვა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ლუკა შველიძეს სამართალდამცავები დღეს ძველი თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამოკითხავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S