Accentnews.ge
19 ივნისს დღის გარკვეულ პერიოდში კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება

19 ივნისს დღის გარკვეულ პერიოდში კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება

19/06/2023 03:43:55 რეგიონები, რეკლამა

19 ივნისს დღის გარკვეულ პერიოდში კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის 19 ივნისს 08:00 საათიდა 16:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S