
"ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები და ბლოკირებები"
20/11/2019 13:35:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკრი ქანთარია ფიქრობს, რომ "სამართალდამცავებმა პარლამენტის პიკეტირება მაღალი სტანდარტით დაშალეს". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
“თქვენ ნახეთ, რომ, ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები და ბლოკირებები, იმდენად სუფთად და მაღალი სტანდარტით იყო ამ შემთხვევაში”,- უთხრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჟურნალისტებს.
ქანთარიამ აღნიშნა, რომ მომიტინგეებს პარლამენტის პიკეტირება ისევ არ გამოუვათ
“მათ ახლა მოინდომონ პარლამენტის ბლოკირება, რომ სესიები არ ჩატარდეს და შეფერხდეს მუშაობა და განსაკუთრებით ვამბობ, რომ ბიუჯეტის მიღება სერიოზული რამეა. ეს უნდათ, რომ ამ სიბრტყეში გადაიტანონ… ეს ვერ გამოვა. რამდენად არიან ისინი მზად, აი, ამ ძიძგილაობისთვის ერთმანეთთან ჭყლეტისთვის, ეს სხვა რამეა”.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ფართომასშტაბიან აქციას 25 ნოემბერს გამართავს.მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავენ.